გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხელვაჩაურში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას სამშენებლო აფეთქებებს უკავშირებს

18-02-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახვილაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მათი თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული აფეთქებების გამო დაიბზარა სახლები და დაშრა წყლები. მოსახლეობა მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და  პრობლემის მოგვარებას სთხოვს.


ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის „ფოლატიოლი“ წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.


საავტომობილო გზების გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის განმარტებით კი ადგილზე მიმდინარეობს კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებული ოჯახები გამოვლენილი არ არის. მიხეილ უჯმაჯურიძის განცხადებით საკითხზე მუშაობა გრძელდება.    


აჭარის ტელევიზია