18-02-2019
საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გელა ზოიძე და „ჯორჯიან ტექნოლოჯის“ წარმომადგენელი საქართველოში მერაბ ფუტკარაძე, შპს „ფირილთის“ წარმომადგენლები: სალადინ ქესქინი (ბიზნესმენი) და სერდარ შაჰინი (აგრონომი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მცენარეთა დაცვის საშუალებები და ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატების მიწოდება იყო. კერძოდ, საუბარია პრეპარატ „პრო გარდზე“, რომელსაც თურქეთში ფართოდ მოიხმარენ და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ.
„ძალიან გვინდა, გადავცეთ ქართველ ხალხს ჩვენი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ისეთ მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ, როგორიც ფაროსანაა“ - აცხადებენ ქართული წარმოშობის თურქი სპეციალსტები.