გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში, მაღაზიიდან ტექნიკის მოპარვისთვის ორი ადამიანი დააკავეს 

19-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული ი.დ. და 2000 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.