გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქობულეთის სოფელ აჭყვაში ჩადენილი ქურდობისთვის სამი ადამიანი დააკავეს

19-02-2019

შსს ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, 1991 წელს დაბადებული მ.გ., 1992 წელს დაბადებული ფ.გ. და 1995 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.