19-02-2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 438.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.1 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 0.3 პროცენტით გაიზარდა და 909.4 ათას სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 157.5 ათასი სული იყო, რაც 4.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხევა მეფრინველეობას, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. 2018 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 532.0 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 22.9 ათასი ტონა ხორცი, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება. 2018 წელს ხორცის წლიური წარმოების მოცულობა 67.0 ათასი ტონით განისაზღვრა,რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 146.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.9 პროცენტით ჩამორჩება. 2018 წელს კვერცხის წარმოების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 2,1 პროცენტით გაიზარდა და 612.6 მილიონი ერთეული შეადგინა.