2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 62 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (33.9 პროცენტი) და ქვემო ქართლის (16.1 პროცენტი) რეგიონებშია განთავესბული.
მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (14.5 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.5 პროცენტი), იმერეთის (6.5 პროცენტი), კახეთის (4.8 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (4.8 პროცენტი), გურიის (3.2 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (1.6 პროცენტი) რეგიონში.
2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 293 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 178 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 858 კაცით განისაზღვრა. 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 68.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 59.0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.1 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 8.3 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 3.7 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 2.8 მლნ. ლარი შეადგინა.
2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 26.5 მლნ. ლარის ღირებულების (6.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (66.7 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 90.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (35.8 პროცენტი) და თევზეული (37.5 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 53.1 პროცენტს, ნოემბერში - 57.1 პროცენტს, ხოლო დეკემბერში 52.6 პროცენტს.