გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

19-02-2019

სექტემბერში საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.


საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, პირველ ფინურ სკოლას გახსნის საგურამოში.


საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მიხედვით. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. ფინური სასკოლო მეთოდი სკოლის ასაკიდანვე უზრუნველყოფს ბავშვში ინტერესის სფეროების და პროფესიული მისწრაფებების გამოვლენას. აქედან გამომდინარე, სკოლის კურსდამთავრებულმა ყოველთვის იცის რა უნდა, რადგან ის პრაქტიკულ მომავალზეა ორიენტირებული. ყველა ბავშვისთვის განათლების და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი, რაც გამორიცხავს ბავშვის ე.წ. “ჩამორჩენას” ამა თუ იმ აკადემიურ საგანში.


ინტერპრესნიუსი