გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მშენებარე „მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა

19-02-2019

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მშენებარე ჰესი ფუნქციონირებას მომავალ წელს დაიწყებს. 2019 წლიდან კი ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 10 ჰესი შევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განაცხადებით, იმ ათი ჰესის სიჯამური სიმძლავრე, რომლებმაც ფუქნციონირება წელს უნდა დაიწყონ, 94,8 მგვტ. იქნება:


„ეს ენერგეტიკული პროექტები უკვე 2019 წელს მოგვცემს მნიშვნელოვან მომატებას ჩვენი გენერაციის და შეიტანს საგრძნობ წვლილს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - აღნიშნა  მინისტრმა. 


„მტკვარი ჰესის“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, რაც ქვეყნის ელექტრო სისტემას წლიურად 251.5 მლნ კვტ.სთ. ელექტოენერგიას შემატებს. მისი მშენებლობისთვის ქვეყანაში 131 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.


სამხრეთის კარიბჭე