გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში არასრულწლოვნებმა თვითმკვლელობა სცადეს, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

19-02-2019

გორში, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სუიციდის მცდელობის მიზეზი ან სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


დაახლოებით იმავე დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარება ამავე ასაკის ბიჭსაც აღმოუჩინეს. მას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და ისინი შეყვარებულები იყვნენ.


„გოგონამ სცადა წუხელ თვითმკვლელობა და ახლა მძიმედ არის. როგორც ვიცი, მისმა შეყვარებულმა ეს რომ გაიგო, მოგვიანებით მანაც სცადა თავის მოკვლა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ფაქტია, მოზარდმა ბიჭმა ვენების გადაჭრა სცადა. ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ახლა სახლში გადის მკურნალობის კურსს“- განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის ახლობელმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ. ორივე საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



kvira.ge