გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სააკაშვილის წინააღმდეგ ჩანაწერებში არ არის უწყვეტი 30 წამიც კი - ექსპერტის სკანდალური დასკვნა

19-12-2017

აუდიო ჩანაწერები, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად იყენებს, სრული არ არის და 24 სხვადასხვა ფრაგმენტისგან შედგება - ეს სკანდალური განცხადება დამოუკიდებელმა ექსპერტმა კირილ უსკოვმა ტელეკომპანია ICTV-ისეთერში გააკეთა.
კირილ უსკოვის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები სხვადასხვა საუბრების ნაწყვეტებისგან შედგება და არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება.
უსკოვი ამბობს, რომ ჩანაწერში არ არსებობს უწყვეტი 30 წამი, შესაბამისად მასალა, მისი თქმით, ექსპერტიზას ხმის ავთენტურობის დადგენის საშუალებასაც არ აძლევს.
ექსპერტის მტკიცებით, ჩანაწერები მობილური ტელეფონიდან არის გაკეთებული და სავარაუდოდ, დიალოგს ან ერთ-ერთი მხარე იწერდა ან ფაილი ცენტრალური კომუტატორიდან არის ამოღებული.
„ჩანაწერი სულ მცირე 24 ფრაგმენტისგან შედგება. ჩანს მათი შეერთების ადგილი და ის, რომ ეს ჩანაწერები სხვადასხვა წყაროდანაა მოპოვებული, ასევე ის, რომ ერთმანეთთან შეერთებულია რამდენიმე დიალოგის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერის მიხედვით, იმის კატეგორიული მტკიცება, რომ დასახელებული პირები ამ საუბრის მონაწილეები იყვნენ, შეუძლებელია. თეორიულად კი, აქ ნებისმიერი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, დაწყებული იმით, რომ სააკაშვილი ესაუბრებოდა კურჩენკოს. დასრულებული იმით, რომ ეს არ არის სააკაშვილი და ვიღაც პირი თავის ოჯახის წევრს ელაპარაკება," - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი კირილ უსკოვი.


წყარო: "გურიის მოამბე"