გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წარმოშობით გორელმა რობერტ მშვიდობაძემ პუტინთან ერთად ივარჯიშა

19-02-2019

ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გადაღებული.


ფედერაციის ინფორმაციით, რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება. 22-24 თებერვალს გაიმართება დიუსელდორფის გრანდ სლემი, სადაც მშვიდობაძე რუსეთის სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.


„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ორენბურგელ რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ - ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.


როგორც ამ პოსტიდან ირკვევა, ვლადიმერ პუტინი ძიუდოისტების წვრთნას დაესწრო და თვითონაც მათთან ერთად ივარჯიშა.


29 წლის რობერტ მშვიდობაძემ კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.