გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩუნჩხის ხიდთან „მარშუტკას“ ლოდი დაეცა

19-02-2019

დღეს, 19 თებერვალს, ახალქალაქი–ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს კლიდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. შემთხვევის შედაგად 50 წლამდე კაცი დაშავდა. შემთხვევა, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მიკროავტობუსში მჯდომ ორ პირს ახალციხეში რძის გადამამუშავებელ საწარმოში რძე მიჰქონდა და მოსახვევში მანქანას ლოდი დაეცა.


„ლოდი მარშუტკის კარებს მოხვდა და მგზავრი დაშავდა, მძღოლი კი გადარჩა“, – განგვიმარტეს რძის გადადამუშავებელ საწარმოში, რომელშიც რძე უნდა მიეტანათ.


დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში გვითხრეს, 50 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.


სამხრეთის კარიბჭე