20-02-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ , მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და წევრებთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოთხ პირს ეტლები გადასცეს.
ეტლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გამოუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის".
„ეს ორგანიზაცია, მესამე წელია, გვეხმარება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ეტლებს გვიგზავნის სრულიად უსასყიდლოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი დახმარებით ლანჩხუთში დღეს კიდევ ოთხ ადამიანს გადაეცა ეტლი“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე სარიშვილმა.