20-02-2019
ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ, სტიპენდიას ჩაურიცხავს. ახალციხის საკრებულოში ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ სტიპენდიას მიიღებს ყველა სტუდენტი, ვისაც მაღალი ქულები ექნება. მისი თქმით, წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის.
"აქამდე სტიპენტიას იღებდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც წლის განმავლობაში საშუალო არითმეტიკულით 95 ქულა და მეტი გამოსდიოდათ. ახლა თოთოეულ საგანზეა გამახვილებული ყურადღება. ერთ სემესტრში 500 ლარს მიიღებს სტუდენტი, რომელსაც თითოეულ საგანში 95 და მეტი ქულა ექნება" - განაცხადა ამბარცუმ ბაბოიანმა.