21-02-2019
ქალაქ სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული მე-5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულების შენობა და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს, მიმდინარე წელს დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით კეთილმოწყობილი, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი 2 ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება 60-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.