გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნეს

21-02-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლებს „თხილის დაცვის პროგრამა“ გააცნეს.


შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო პროგრამასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მისი განმარტებით კარდაკარის პრინციპით აქტიურად გაგრძელდება მოსახლეობისთვის პრაქტიკული სამუშაოების გაცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრაზე „თხილის დაცვის პროგრამა“-ში ჩართვასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებაზე ისაუბრა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“ დარგის წარმომადგენლებთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, წლის დასაწყისიდან მუშაობს, ასოციაცია 8000-მდე წევრს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.


ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.


თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.


შეხვედრას, რეგიონის მერები, სოფლის რწმუნებულები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.