გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან კუპრეიშვილი მუნიციპალიტეტის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა

22-02-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თათბირი ჩატარდა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.


თათბირს მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ.


მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების, მიმდინარე სამუშაოების, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების შესახებ.


ლევან კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებზე ისაუბრა, ასევე მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა.