22-02-2019
ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში 50 წლის ე.ს. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მამიდას - 67 წლის ქ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.