გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში საათობრივი ფასიანი პარკირება ამოქმედდება

22-02-2019

ბათუმში საათობრივი პარკირების ახალი, საპილოტე სისტემის ამოქმედება რამდენიმე თვეში იგეგმება. პირველ ეტაპზე საათობრივი გადასახადი ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დაწესდება, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია სისტემის ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სრულად ამოქმედება.


ამ ეტაპზე ზუსტდება რა ეღირება მანქანის გაჩერება ერთი საათით, ასევე დროის რა მონაკვეთი იქნება უფასო. დაზუსტებულია, რომ გადასახადი არ შეეხება 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს.


მონაცემები რეესტრსა და ამხანაგობებზე დაყრდნობით მზადდება. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია, თუმცა ვადები ჯერ უცნობია, ძველ ბათუმში მანქანების შესვლის საერთოდ აკრძალვა, პარკირების აკრძალვის გავრცელება იგეგმება ასევე ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩებზეც.




ajaratv.ge