გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

22-02-2019

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა.


23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს.


ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.


არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა, - ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს ე.წ. „შავ სიას“ იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულთა ჩადენასა და დაფარვაში.


დღეს ტატუნაშვილის გასახსენებლად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.