გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაია: ის, რაც ჩვენ ვნახეთ, გაუგონარი ამბავია

22-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საზოგადოებას მიმართა.


„ჩვენ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.

კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა მოვალეობას და ტრადიციას.

განა აფხაზებისთვის გარდაცვლილი ადამიანის დატირება, მისი სულის წინაშე მოწიწება უცხო იყო ოდესმე ან დღეს სხვაგვარად ხდება? ქართველი კაცი, ისევე როგორც აფხაზი, ხომ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორც თვით გარდაცვლილის ხსოვნის, ისე, საზოგადოების წინაშე. მაშ რა მოხდა? როგორ უნდა ავხსნათ მსგავსი მოქმედება? მსოფლიო უნდა გავაკვირვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ველური დამოკიდებულებით? ადამიანი მოკვდავია.

სამწუხაროდ, ეს აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს. არავინ იცის ხვალ ვის რა ელის.

უფიქრია ვინმეს როგორ განიცდის ამას საკუთარი სახლიდან გამოძევებული დევნილი საზოგადოება? მიუხედავად კონფლიქტისა, აფხაზებთან შეთანხმებით, წლების მანძილზე ვახერხებდით, რომ ჩვენი მიცვალებულები აფხაზეთში გადაგვესვენებინა და საგვარეულო სასაფალოებსა და საძვალეებში დაგვეკრძალა. ეს არის ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც ორივე მხარე ვიცავდით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, გაუგონარი ამბავია და არც პირველი შემთხვევაა“- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.