გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვახტან ყოლბაია აფხაზურ მხარეს: ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას

22-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საზოგადოებას მიმართა.


„ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას, რადგან მათ სურთ, სამუდამოდ დატოვონ ჩვენ შორის ისეთი კვალი, რომლის გადალახვაც გაგვიჭირდება. ისეთ სათუთ საკითხებს, როგორიც მიცვალებულის დატირებაა, აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და საკუთარი ადათ-წესებისადმი, პატივისცემა და მოწიწება გვახასიათებს. მითუმეტეს, როცა ეს გარდაცვლილ ადამიანს ეხება.

მოგიწოდებთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ დედებსა და მამებს, მათ, ვინც ომში შვილები და ახლობლები დაკარგა. მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ადამიანურ, მორალურ კოდექსს, არც ერთ უმძიმეს ვითარებაშიც კი, არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა გამოთხოვება მიცვალებულთან“ - აღნიშნავს ვახტანგ ყოლბაია.