ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ეკა ბესელია: გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა

22-02-2019

ეკა ბესელიას განცხადებით, ის ტოვებს მმართველს გუნდს, თუმცა რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად. ასევე, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაც დააანონსა.


„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, იმ ბრძოლისა და იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იქნება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად არ ვისაუბრებ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ინსტრუმენტს, ამ მიზნების მისაღწევად,” – აღნიშნა ეკა ბესელია.