გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წულუკიანი ბესელიას „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე: რეალობა ჩემთვის მტკივნეულია და ამას ძალიან განვიცდი

22-02-2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მმართველი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარს ძალიან განიცდის.


“ფაქტია, რომ ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები, ქალბატონი ეკა, ბატონი ლევანი და სხვები, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და თან მოვისმინე მათი განცხადებებიც, პრაქტიკულად გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ უმრავლესობაში აღარ იმუშაონ. მე, რა თქმა უნდა, როგორც ოპტიმისტი ადამიანი ყოველთვის და ყველგან იმედს ვინარჩუნებ, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას მე ძალიან განვიცდი“ - განაცხადა წულუკიანმა.