გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

იმერეთში პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

22-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955 წელს დაბადებული ფ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული იარაღი - კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


ფ.. ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.