22-02-2019
საქართველოს ეროვნულია არქივი ახორციელებს პროექტს „საქართველოს ქალაქები“, რაც საუკუნისწინანდელი ფოტოების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება. ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხედები, რომლის ავტორები არიან: ალექსანდრე როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ედუარდ კლარი, ნიკოლოზ საღარაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე და სხვები.
პროექტი „საქართველოს ქალაქები“ 2009 წელს დაიწყო. ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.
2011 წელს პროექტი ბათუმში განხორციელდა. შავიზღვისპირა ქალაქი ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო და ქალაქის ძველი და ახალი ხედები ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ გამოფენაზე გაერთიანდა. ამასთან, დაიბეჭდა კალენდარი თანამედროვე ბათუმის ხედებით. გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც გასული საუკუნისა და თანამედროვე ბათუმის ხედები ერთ ფოტოებშია გაერთიანებული.