22-02-2019
დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მათ მიერ დასმულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და დასაქმების პრობლემებს შეეხებოდა, მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად გაეცნო და განიხილა მოგვარების შესაძლებლობები.
,,მოქალაქეთა მიღება სისტემატიურ ხასიათს ატარებს და კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ, მერიის სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, მოვახდენთ მოსახლეობის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დროულ რეაგირებას. აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენი - ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო კომუნიკაციას რიგით მოქალაქეებთან“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.