კვირა, მაისი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22-02-2019

ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.


შედეგად, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, მანამდე კი ლევან გოგიჩაიშვილი.


"ქართულ ოცნებაში" 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.