გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პარტია დღეს გედევან ფოფხაძემ დატოვა

23-02-2019

ეკა ბესელიასა და ლევან გოგოჩაიშვილის შემდეგ, ფრაქცია „ქართულ ოცნება“ დღეს გედევან ფოფხაძემაც დატოვა. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფოფხაძემ პარტიას უკვე მიმართა წასვლის განცხადებით.

„როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვებაზე განცხადებით მომმართა. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გედევან ფოფხაძე ერთ-ერთი იმ 9 დეპუტატთაგანია, რომელთა კანონპროექტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა 21 თებერვალს არ მიიღო.