გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გახსნეს

23-02-2019

ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა , ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი შენგელიამ გახსნეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ არსებული ყინულის სახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ყინულის მოედანის ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიზე შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება.


გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყინულის სახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოები ინვესტორმა უნდა უზრუნველყოფს. ახალი ყინულის მოედნის მოწყობა ე.წ. ,,სენდვიჩ პანელებით" უნდა მოხდეს, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს. ამჯერად, ყინულის სახლის გასაბერი კონსტრუქციის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 300 ათას ლარამდე უჯდება.


გახსნის ცერემონიალში ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენებმა, მოცეკვავეთა დასმა და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.


1 მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი მომსახურეობას სხვა დროსაც გადასახადის გარეშე მიიღებენ.