გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვლადიმერ ბორცვაძემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა

23-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სამთო მომზადების საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლების დახურვის ცერემონიალი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე გაიმართა.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა, ვლადიმერ ბორცვაძემ, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა, ზურაბ ჭაბაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, მალხაზ გოლეთიანმა სწავლების მონაწილეებს სასწავლო კურსის დასრულება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.


სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზა დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.


შსს-ს ინფორმაციით, სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.


სწავლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს თხილამურებით ტექნიკური სრიალი, რთულ კლიმატურ პირობებში მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და მოქმედება განსაკუთრებულად ცივ პირობებში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება. სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.