გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის განათლების სამინისტროში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - "ჯარისკაცები" გაიმართა

23-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „ჯარისკაცები“ გამართა.


ღონისძიებაზე შესრულდა ქართული და აფხაზური სიმღერები. საღამოში ასევე, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში უფასოდ ეუფლებიან ცოდნას.


საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.


ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ჩატარდა.