გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფილმის გადასაღები სამუშაოების გამო, დღეს გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

23-02-2019

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, ფილმის გადასაღები სამუშაოების გამო, დღეს16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამოდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.


ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.


დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთვება. გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეციალური ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება შეწყდება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.