სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სენაკში ჟიული შარტავას საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება

23-02-2019

საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი, რომელიც სენაკში დგას, გაწმენდა-კონსერვაციას საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის მოწვევით, სენაკს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი სტუმრობდა. ის მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს გივი მისაბიშვილსა და ამავე სამსახურის სპეციალისტს ირმა კუპრეიშვილს შეხვდა. უახლოეს დღეებში ჟიული შარტავას ბიუსტის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო არქოლოგიური კვლევა-ძიების დარგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ტოკიოს უნივერსიტეტთან ფართო სპექტრის თანამშრომლობას, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო პროგრამის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში, მხოლოდ ორ ლოკაციაზე, მცხეთის არქოლოგიური და ნოქალაქევის ისტორიული მუზეუმების ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვის პროცესს უზრუნველყოფს. ლაბორატორიებში მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური რესტავრაცია და ქიმიური კვლევები ჩატარდება. 7 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღისთვის, საქართველოს ეროვნული გმირის ძეგლს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.