გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წყალტუბოში რამდენიმე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

19-12-2017

წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას რამდენიმე თვეა, სოციალური დახმარება ერთდროულად მოეხსნა.წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას რამდენიმე თვეა, სოციალური დახმარება ერთდროულად მოეხსნა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადასხვა მიზეზით ვეღარ იღებენ.ადგილობრივების თქმით, მათ ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უხდებათ.

"მაწვიმს, მათოვს. სახლი თავზე მენგრევა, სოციალური დახმარება კი რატომ მომიხსნეს ვერ გავიგე", - ზინა მანაგაძე.

„ჩვენს ცხოვრებას არსებობას თუ დავარქმევ. ლუკმაპურის ფული რომ არ გექნება და დახმარებას მოგიხსნიან, ამ საქციელს რა ჰქვია?!" - გვითხრა აკაკი გელენიძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ შემცირების ნაცვლად სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი გაზრდილია.

"ის, რომ სოციალური დახმარებები მასობრივად მოიხსნა, ამას ვერ დავადასტურებ. პირიქით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური დახმარება დაენიშნათ", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.

აღუდგებათ თუ არა სოციალური შემწეობა ოჯახებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, გადამოწმების შემთხვევაში რა ქულებს მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები.

წყარო: "პია"