გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მერიაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

25-02-2019

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გვიან ღამით სახელმწიფო დროშა დაეშვა.


საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით - „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.


ამ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ეშვება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.


ერი პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა.