გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსეთის სამედიცინო აკადემია აფხაზ ექიმებს გადაამზადებს

19-12-2017

დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს მოსკოვში მოეწერა ხელი.
შეთანხმება ყველა სპეციალობის აფხაზი ექიმის დიპოლმისშემდგომ უწყვეტ განათლებას, ორდინატურის და ასპირანტურის კურესების გავლას, ღონისძიებების და სამედიცინო ფორუმების ჩატარებას ითვალისწინებს.
თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ და რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის რექტორმა ლარისა მოშეტოვამ მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს დროში, აფხაზეთში ერობლივი გასვლითი სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება იგეგმება.

წყარო: რადიო "ათინათი"