გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა

25-02-2019

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე ფოცხოვში გადახტა. თვითმხილველებმა იგი წყლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოვიდოდა, გოგონამ გონება დაკარგა.


შემთხვევა, გუშინ, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, გოგონა, რომელიც ხიდიდან გადახტა ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა: „ეს ქალი ცდილობდა მის დაკავებას, მაგრამ ხელი გააშვებინა და გადახტა. ამის მერე გადახტომას მეორე ქალიც ცდილობდა, მაგრამ ქუჩაში გამვლელებმა გააკავეს“. 


25 წლამდე ქალი წყლიდან ფაქტის შემსწრე სამმა კაცმა გამოიყვანა. „რომ გამოვიყვანეთ ცოცხალი იყო, მაგრამ ვიდრე სასწრაფო მოვიდა გაითიშა“ - განაცხადა კაცმა.


დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.



დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ადგილობრივი არ არის. 


სამხრეთის კარიბჭე