გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შოვში დაკარგულ 24 წლის რუსთაველ მამაკაცს დღემდე ეძებენ

25-02-2019

რაჭაში, შოვში დაკარგულ 24 წლის რუსთაველ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.


ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. შოვში სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ "თოვლის ფესტივალის" ორგანიზატორების თქმით, ბოლოს დაკარგული ფესტივალის ტერიტორიაზე 12 იანვარს ნახეს.


შოთა სამხარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის ახლობლები მოქალაქეებს მიმართავენ თუ ისინი რაიმე სახის ინფორმაციას ფლობენ გაუჩინარებულ მამაკაცთან დაკავშირებით, დარეკონ ტელეფონის ნომერზე 599 29 25 81.


შოთა სამხარაძე რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას 4 წლის შვილი ჰყავს.