25-02-2019
კახეთის რეგიონისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლებში სკვერებისა და თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, სპორტული ინფრასტრუქტურა და გარე განათება მოწყობა, ასევე სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 15 იანვარს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საჯარო კონსულტაციებისა და კრებების ჩატარების მიზნით, გაიმართა 232 შეხვედრა და 283 სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად განსაზღვრა.
რეგიონის მასშტაბით, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.