გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი მამაკაცი დააკავეს

25-02-2019

ბათუმში პოლიციამ საშუალო ასაკის კაცი დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან.


პოლიციამ იგი სამი დღის წინ, 22 თებერვალს, ბათუმში აიყვანა. ბრალდებული კაცის სასამართლო პროცესი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს გაიმართა. მოსამართლე დავთ მამისეიშვილმა გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.


სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი და 139-ე მესამე დ) მუხლით დაიწყეს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე, გარყვნილ ქმედებას ან სექსუალური ხასიათის ან სექსუალური ხასიათის მაგვარ ქმედებას გულისხმობს.


141-ე მუხლი 8-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო 139-ე მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.