გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთის, აჭარისა და შიდა ქართლის სკოლები ქაღალდის სეპარირებული შეგროვებისთვის დააჯილდოვეს

26-02-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა, მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები და თემატური პრიზები გადასცა.


მინისტრმა ქვეყნაში ნარჩენების მდგარდი მართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსსა და სამინისტროს გრძელვადიანი ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


კონკურსი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) -ის მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში- ფაზა II (WMTR II) ფარგლებში გაიმართა.


პროგრამა ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.


კონკურსში მონაწილე 135 სკოლამ ჯამურად 53 ტონა მაკულატურა შეაგროვა. მათგან კი, შეგროვებული ქაღალდის ნარჩენის რაოდენობის მიხედვით 7 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.


ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო „მწვანე კომპანიების“ ნაწარმი პროდუქცია. მათ შორის, საქართველოში წარმოებული გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ნივთები.


ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი ესწრებოდნენ.