გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: ახალი პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსება ექნება

26-02-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროგრამა ფერმერებთან შეხვედრებზე ყველაზე ხშირად განიხილებოდა და გამოიკვეთა, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა.


„ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50 % გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 000 ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა რეგისტრირებულნი იყვნენ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (განსაკუთრებით მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.


პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4,0 მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.


პროგრამის ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ან ინდივიდუალური მეწარმე, ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი) შეიძლება იყოს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.


ბენეფიციარის მიერ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი და შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე უნდა იყოს წარმოებული.


პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა, რომელმაც სოფლის განვითარების დარგში პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ნაწილში მხარდამჭერი პროგრამები აუცილებელია.