გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრებს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

26-02-2019

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩიე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.


აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.