გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ტროტუარზე პარკირებას მერია გააკონტროლებს

26-02-2019

ქუთაისის მერია ტროტუარზე უკანონო პარკირებას გააკონტროლებს. მერიაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა. რის შემდეგაც ავტომობილების მფლობელები გაფრთხილების წერილს მიიღებენ, ხოლო განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.


ტროტუარზე პარკირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა, რის გამოც, მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება, კერძოდ, დააჯარიმოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე.


Kutaisi Post