გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორის რაიონში სკოლის მოსწავლეები მოიწამლნენ - 5 მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი

19-12-2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე გორის სამედიცინო ცენტრ ,,იავნანა“– ში გადაიყვანეს.

,,ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მოსწავლეები სავარაუდოდ სასმელი წყლით მოიწამლნენ. 

ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა და ისინი ამჟამად მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან. მედიკოსები, რომლების მეთვალყურეობის ქვეშაც მოსწავლეები იმყოფებიან, აცხადებენ, რომ ამ ეტაბზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: newposts