გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს

26-02-2019

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


წარმატებულ კურსდამთავრებულებს 35 ოქროსა და 15 ვერცხლის მედლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა დარეჯან ზარანდიამ გადასცეს.


მათ, უკვე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ წინსვლაში და ქვეყნის განვითარების საქმეში განათლებული თაობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.