26-02-2019
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი შრომის ანაზღაურების გაზრდას უნდა ელოდოს.
სამსახურის ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, მატება დიდ და მცირე ჯგუფიან პედაგოგებთან მიმართებაში განსხვავებული იქნება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე შედგენილი აქვს და ის საკრებულომ უნდა განიხილოს. კოვზიაშვილის თქმით, თუ მათი ფინანსური დოკუმენტი ამ სახით დამტკიცდა, საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასები 50-100 ლარით გაიზრდება.
"შეიძლება დიდ ჯგუფებში დიდად მოემატოთ, მცირე ჯგუფებში პატარაზე, ხელფასების მატება ყველა თანამშრომელზეა გათვლილი. ამჟამად, საბავშვო ბაღებში მაქსიმალური ხელფასი პირველი ცვლის აღმზრდელისა 350, ძიძისა კი 320 ლარია, მომავალი წლიდან ვფიქრობთ, 50-100 ლარით გავზარდოთ ხელფასები. იმედი გვაქვს, ამ სახით დაგვიმტკიცებენ ახალ ბიუჯეტს, როგორც შევიმუშავეთ და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების ამ რაოდენობით მატების საშუალება მოგვეცემა", - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.