გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობახიძე: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ

27-02-2019

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.


„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რომელსაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეში აგდებს ყველა იმ ადამიანის უფლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხით, არამედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბავშვებს წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, და მოსახლეობას მკაცრად ეზღუდება თავისუფლად გადაადგილება. ამ დრომდე, ჩვენ გვყავს 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო მათი უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნათელმა თუ ფარულმა მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება - მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში, რაც ასევე დაუსჯელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


„ჩვენ პროცესის ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუქმნან დაბრკოლებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ობიექტურ გამოძიებას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.


„ჩვენ გწამს, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველებისათვის რუსული ოკუპაცია ყოველთვის დროებითი იყო. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს უთანასწორო ბრძოლა პუტინის რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.