გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარს საქართველოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

27-02-2019

ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დღეს დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა.


„ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვნეს.

გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.


დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ ის ბათუმში გადაიყვანეს, სადაც საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა და მას შემდეგ შორეულ ნაოსნობაში არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით.


ინტერპრესნიუსი